ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ცოტა ხნის წინ ჩეხეთის პოლიციამ პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
ჩეხეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრაღაში, სასწავლო დაწესებულებაში სროლის შედეგად, დაღუპულია 15 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 24 პირი.
როგორც პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უნივერსიტეტში ნაპოვნია თავდამსხმელის ცხედარი. ის 24 წლის მამაკაცია, კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი. ახალგაზრდა მამაკაცი პრაღიდან 21 კილომეტრში მდებარე სოფლის მცხოვრები იყო. პოლიციის ცნობით, დღესვე, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, გარდაცვლილი იპოვეს ეჭვმიტანილის მამა.
როგორც პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასობრივი სროლა პრაღის უნივერსიტეტში საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული.
პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩეხეთი საერთაშორისო საზოგადოების სამძიმრებს იღებს. მწუხარება გამოთქვეს ევროპული საბაჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეიარაღებულმა პირმა დღეს პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. თავდამსხმელი პოლიციამ გაანეიტრალა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.