არქივი21 დეკემბერი, 2023, 18:26
პრაღაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში მასიური სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციამ პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, იან პალაჩის მოედანზე, დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით 15:00 საათის შემდეგ მიიღო. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
პრემიერმინისტრის პეტრ ფიალას განცხადებით, მან გააუქმა მომავალი შეხვედრები ხუთშაბათს "ტრაგიკული მოვლენების" ფონზე.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.