ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრაღაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი უნივერსიტეტში სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.
დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ჩეხეთის პოლიციამ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაზიანდა.
"ამჟამად მთლიანი შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს და ადგილზე რამდენიმე გარდაცვლილი და ათობით დაშავებულია". – წერს ჩეხეთის პოლიცია X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
პოლიციამ ასევე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას სახლებსი დარჩენისკენ მოუწოდა.
პოლიციის თქმით, თავდასხმა ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტში მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.