არქივი12 თებერვალი, 2025, 14:37
პოსტეკოღლუს სამსახურს საფრთხე ემუქრება - "ტოტენჰემს" სამი კანდიდატი ჰყავს

InterLive-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ენჯ პოსტეკოღლუ შესაძლოა, მალე გადააყენონ. თუ ლონდონელები უახლოეს მომავალში შედეგებს არ გამოასწორებენ, გამოცდილ დამრიგებელს კარისკენ მიუთითებენ.
ამავე წყაროს ცნობით, "დეზების" მთავარი კანდიდატი "ინტერის" ამჟამინდელი მენეჯერი სიმონე ინძაგი იქნება, რომლის სახელსაც კლუბის მენეჯმენტის მრჩეველი ფაბიო პარატიჩი ლობირებს.
ინძაგის გარდა, "ტოტენჰემი" ანდონი ირაოლასა და მარკო სილვას კანდიდატურებსაც განიხილავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.