ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ნებისმიერი სამი დეპუტატი შექმნის, თუ ის უპარტიოა ან თუ არჩევნებში წარმდგენი პარტიის რიგებს დატოვებს

პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ნებისმიერი სამი დეპუტატი შექმნის, თუ ის უპარტიოა ან თუ არჩევნებში წარმდგენი პარტიის რიგებს დატოვებს

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა ინიციატივა, რომლის მიხედვით, არანაკლებ სამ დეპუტატს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნება.
პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ნებისმიერი სამი დეპუტატი შექმნის, თუ ის უპარტიოა ან თუ არჩევნებში წარმდგენი პარტიის რიგებს დატოვებს.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს იგივე სტატუსი გააჩნია, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს. სტრუქტურულადაც პოლიტიკური ჯგუფი ფრაქციის ანალოგიურია - მას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებისთანავე, პოლიტიკურ ჯგუფს ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილის შექმნიან. პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი არსებობს - “ხალხის ძალის“ სახით.
ორივე სუბიექტი აცხადებს, რომ ის საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.