ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პორტუგალია 13-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას ზღუდავს - Reuters

პორტუგალია 13-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას ზღუდავს - Reuters

პორტუგალიის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 13-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
კანონპროექტი 148 ხმით მიიღეს. წინააღმდეგი იყო 69 დეპუტატი, ხოლო 13-მა თავი შეიკავა.
მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (PSD) წევრები, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია ბავშვების კიბერბულინგისგან, მავნე კონტენტისა და ბავშვების გამტაცებელი პირებისგან დასაცავად.
კანონპროექტის მიხედვით, ტექნოლოგიურ კომპანიებს შეზღუდვების უგულებელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები მათი გლობალური შემოსავლის ორ პროცენტამდე.
ცნობისთვის, სოციალურ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკის შემუშავებას გეგმავენ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ საბერძნეთში, ესპანეთსა და ჩეხეთშიც. მანამდე კი, 2025 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აკრძალა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.