პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოზარდებისთვის სოცქსელების აკრძალვას გეგმავს

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოზარდებისთვის სოცქსელების აკრძალვას გეგმავს

ევროკავშირის ქვეყნები ახალ რეგულაციაზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აიკრძალება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემა „როიტერის” ცნობით, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას მხარი უკვე დაუჭირა. კერძოდ, კანონპროექტს 130-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 21-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტს ახლა საფრანგეთის სენატმა უნდა უყაროს კენჭი.
ახალი რეგულაციის შემოღებაზე მუშაობს ესპანეთის მთავრობაც. ამასთანავე, ესპანეთში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას აპირებენ საბერძნეთშიც.
მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, შეისწავლიან საკითხს, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა და როგორ განხორციელდეს ის საუკეთესოდ. ბრიტანეთის მთავრობა ასევე განიხილავს ზომების მიღებას სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა – აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ თურქეთშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.