ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლტავას ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად ელექტრომომარაგება შეწყდა, დაშავდა 12 ადამიანი

17 ივნისს უკრაინაში პოლტავას ოლქში რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად ელექტრომომარაგება შეწყდა. დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფილიპ პრონინი ამბობს, რომ ელექტროენერგიის გადამცემი კაბელების დაზიანების გამო ელექტროენერგია 55 000-ზე მეტ მომხმარებელს აღარ მიეწოდება.
წყაროს ცნობით, დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.