ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა

კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში რუსების რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები დაზიანდა და 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოსა და ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 6 მაღალსართულიანი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა. დაზიანდა ასევე ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები, ადმინისტრაციული შენობა და 3 ავტომობილი.
შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 2 ერთეული ტექნიკა და 15 ადამიანი.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა წუხელ, კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული „კალიბრის“ ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტიდან ორი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.