ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონური მხარე: უკრაინის ცნობით, რუსულმა რაკეტამ პოლონეთისკენ აიღო გეზი, რის გამოც, გააქტიურდა პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 7 თებერვლის დილას, რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის დროს ერთ-ერთი რაკეტა პოლონეთის მიმართულებით წავიდა. როგორც პოლონური მედია BBC-ის უკრაინულ ბიუროზე დაყრდნობით წერს, ფრთოსანი რაკეტა ლვოვის ოლქიდან პოლონეთის საზღვრისკენ მიემართებოდა, რის შესახებაც უკრაინამ პოლონური მხარე ჩააყენა საქმის კურსში.

მოგვიანებით, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელ Х-ში ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საფრთხის თავიდან ასაცილებლად გააქტიურდა პოლონეთის და მოკავშირეების ავიაცია.

„პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისთვის ამოქმედდა ყველა აუცილებელი ზომა. შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება სიტუაციას. 

გაფრთხილებთ, რომ გააქტიურებულია პოლონური და მოკავშირეთა თვითმფრინავები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხმაურის დონის მატება, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში“, - წერია განცხადებაში. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.