არქივი21 სექტემბერი, 2025, 13:27
პოლონეთში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს

პოლონეთში კიდევ ერთი, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. პოლონური მედია იუწყება, რომ საქმე ეხება სავარაუდოდ მე-19 დრონს, რომელმაც პოლონეთის საჰაერო სივრცე 19 სექტემბერს დაარღვია.
უპილოტო საფრენი აპარატი სოფელ კორშეში აღმოაჩინეს, რომელიც რუსულ კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. თუ დადასტურდება, რომ ეს ერთ-ერთი რუსული დრონია, მათი რაოდენობა ჯამში 19 იქნება. ოფიციალურად სწორედ ამდენი დააფიქსირეს პოლონურმა სამსახურებმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.