პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს - რას იტყოდით, ბალანსისთვის მოუწოდოთ პუტინს, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან? - მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
“რას იტყოდით, ბალანსისთვის, მოუწოდოთ პუტინს, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან? მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა ისე, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ გახდებოდა”, - წერს სიკორსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.