ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი გახდება

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი გახდება მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა ლიდერმა მატეუშ მორავეცკიმ ქვეყნის პარლამენტში ხმები დაკარგა. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ მორავეცკის მთავრობას 190-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 266 კი წინააღმდეგი იყო.
ტუსკის პარტიამ ოქტომბრის არჩევნებში 70%-ით პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მიიღო.
ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ აღადგენს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რომელსაც, მისი თქმით, წინა მთავრობის დროს ძირს უთხრიდნენ.
„ჩვენ ვმუშაობთ... მთელ რიგ ზომებზე, რომლებიც მაქსიმალურად აღადგენს კანონის უზენაესობას“, - განაცხადა ტუსკმა.
შეგახსენებთ, რომ ტუსკი აქამდე ერთხელ უკვე იყო პოლონეთის პრემიერმინისტრი 2007-2014 წლებში, შემდეგ კი ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.