ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური ტელეარხი TVN24 ავრცელებს.
ტუსკის პრემიერობას მხარი სეიმის 248-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო.
„მადლობა, პოლონეთო, ეს მართლაც შესანიშნავი დღეა, არა ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც სჯეროდა, რომ თქვენი წყალობით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა“, - განაცხადა ტუსკმა კენჭისყრის შემდეგ.
დონალდ ტუსკის მხარდაჭერამდე პოლონეთის სეიმმა მატეუშ მორავიეცკის დროებით მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებშიც ედგა სათავეში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.