ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება - ამის შესახებ მან თავადვე განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის. ტუსკმა განცხადება საზღვარზე პოლონელი გადამზიდველების პროტესტის შესახებ კითხვაზე პასუხისას გააკეთა.
„ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, რადგან ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის ტრანსპორტის საკითხებისთვის მიძღვნა. მაგრამ ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი შეხვედრის დროს გასაგები იყოს, რისი მიღწევა გვსურს", - განაცხადა ტუსკმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.