არქივი10 სექტემბერი 2025, 09:10
პოლონეთის პრეზიდენტი - ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროში კიდევ ერთ ბრიფინგს ჩაატარებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც დაესწრება.
„ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია და მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.