პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამ უარი თქვეს პოლონეთის ,,თეთრი არწივის” ორდენზე.

შესაბამის განცხადებებს მათი პრესმდივნები ავრცელებენ.

,,უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ გადაწყვეტილება მიიღო უარი თქვას პოლონეთის “თეთრი არწივის” ორდენზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯილდოების გადაწყვეტილების გადახედვასთან უთანხმოების ნიშნად,” – წერს იუშჩენკოს პრესმდივანი.

მანამდე იგივე ორდენზე უარი უკრაინის მეორე პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამაც თქვა, ასევე ნავროცკის გადაწყვეტილებასთან უთანხმოების ნიშნად.

ცნობისთვის, 19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გადაწყვეტილება მიიღო ჩამოართვას უკრაინის პრეზიდენტს, “თეთრი არწივის” ორდენი ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფისთვის “უპა-ის გმირების” სახელწოდების მინიჭების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს