ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის მოქალაქეების ცემის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

პოლონეთის მოქალაქეების ცემის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლონეთის მოქალაქეების მიმართ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ადამიანი — 2005 წელს დაბადებული ა.კ. — დააკავეს.
2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. გუშინ ცხელ კვალზე დააკავეს.
„ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, — აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
თბილისში პოლონელი ოფიცრები დაჭრეს.
შეგახსენებთ, პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 ოქტომბერს, თბილისში პოლონელი ოფიცრები დაჭრეს. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ოფიცრებმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ერთობლივად ორგანიზებული დაბრუნების ოპერაცია განახორციელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.