პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთს თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კოსინიაკ-კამიში კიევში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს შეხვდება. შეხვედრის დროს მხარეები სამხედრო თანამშრომლობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.