პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრი ევროკავშირს – მოგიწოდებთ, შეთანხმდეთ საერთო მიზანზე და 2026 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი სრულად შევწყვიტოთ

პოლონეთი ევროკავშირს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრზე, მილოჟ მოტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოგიწოდებთ, რომ შეთანხმდეთ საერთო მიზანზე და 2026 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი სრულად შევწყვიტოთ“, – განაცხადა პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
მოტიკას თქმით, „მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირს დამოუკიდებელს გახდის ნავთობისგან, რომელიც პოლიტიკურ და სტრატეგიულ რისკს წარმოადგენს“.
ამასთან, პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ ვროჩნამ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზი შეიძლება -ის თხევადმა ბუნებრივმა აირმა ჩაანაცვლოს, რომელიც პოლონეთის გავლით გადის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა