პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციის ჩინოსნისთვის ქრთამის შეთავაზების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს - საქმე ხე-ტყის უკანონოდ ჭრას ეხება

პოლიციის ჩინოსნისთვის ქრთამის შეთავაზების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს - საქმე ხე-ტყის უკანონოდ ჭრას ეხება

პროკურატურის ცნობით, საჯარო მოხელისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირისათვის ქრთამის შეთავაზების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. საქმე ხე-ტყის უკანონო ჭრას ეხება.
გამოძიების ვერსია ასეთია:
· ორმა კაცმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის მიმართა შსს-ის თანამდებობის პირს;
· საუბარია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის „ერთ-ერთ ხელმძღვანელზე“, - ვინაობა დაზუსტებული არ არის;
· მას 5000 ლარი შესთავაზეს ქრთამის სახით, სამომავლო, ხის მასალით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის „შეუფერხებელი გადაადგილებისთვის“ კი სისტემატურად 2000 ლარს დაპირდნენ.
· პოლიციელმა პროკურატურისთვის „ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია“ და გამოძიება დაიწყო.
· დღეს, 20 ივნისს, მათ ქრთამის ნაწილი, 3000 ლარი, გადასცეს საჯარო მოხელეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი დააკავეს.
პროკურატურის განცხადების თანახმად, ისინი „ქრთამის მიცემის“ ბრალდებით დააკავეს - სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა აცხადებს, რომ „მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“ და ამაზე „უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას გაატარებს“.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.