არქივი25 ივნისი, 2025, 10:24
მედია - ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს და ისრაელთან კავშირში ეჭვმიტანილი 700 ადამიანი დააკავეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამი ადამიანი ასევე დამნაშავედ ცნეს ქვეყანაში მკვლელობების განსახორციელებლად აღჭურვილობის უკანონოდ შეტანის მცდელობისთვის.
ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 700 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც 12-დღიანი კონფლიქტის დროს ისრაელთან კავშირში ადანაშაულებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.