პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება არასრულწლოვანებზე პოლიციელის მხრიდან ძალადობას. “TV პირველის” თანახმად, შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
“ჩემი შვილები აფორთხიალეს მიწაზე, ფეხებით შეადგნენ. სახეზე მუხლი ჩააჭირეს, ბავშვს ლოყა ჩალურჯებული აქვს… სასწრაფოს რომ ვკითხე, რატომ არის ეს კოპები-თქო, თვითონ ბავშვმა იქვე საპატრულო თანამშრომლის თვალწინ თქვა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავში მას იარაღის კონდახი 5-ჯერ ჩაარტყა და მართლაც ბავშვს 5 კოპი აქვს”, – ამბობს არასრულწლოვანის დედა, ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტება ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!