ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 19 დეკემბერს ქუთაისში შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს". - აღნიშნავს სამსახური განცხადებაში.
TV პირველის ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არასრულწლოვნებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი კონდახით სცემა, შემდეგ კი ბავშვები და მათი მამა დააკავა.
"ჩემი შვილები აფორთხიალეს მიწაზე, ფეხებით შეადგნენ. ამ ადგილას [ყბასთან] მუხლი აქვს დაჭერილი, ბავშვს ჩალურჯებული აქვს. თავში 5 კოპი აქვს და სასწრაფოს რომ ვკითხე რატომ არის ეს კოპები მეთქი, თვითონ ბავშვმაც იქვე თქვა საპატრულო პოლიციასთან, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავში მას იარაღის ტარი ხუთჯერ ჩაარტყა". - თქვა დაკავებულის დედამ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.