პოლიცია “მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა

პოლიცია “მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა.

პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დააკავეს ჩვენი ოპერატორი, ამბობს: “ვნახავთ ვინ არის. სახელი და გვარი არ ვიცი. რამდენიმე პირია დაკავებული და გავარკვევ თქვენი ოპერატორი არის თუ არა”. კითხვაზე, რა იყო პრობლემა, კამერა რომ ხელში ეჭირა და მუშაობდა, მემანიშვილი ამბობს, რომ ის გზის სავალ ნაწილს კეტავდა.

ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს – ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების დემონსტრანტების მანქანაში ჩატენვას ცდილობენ. აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებიან პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს წიწაკის სპრეიც.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია