პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მთავარი არხის” ოპერატორს ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

“მთავარი არხის” ოპერატორს ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

“მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელზეც პოლიციამ, 19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე, აქციის გაშუქებისას დროს იძალადა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. მისი თქმით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი დაულურჯეს.
ის დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. სერგი ბარამიძეს სამედიცინო ექსპერტიზა გამოკითხვის შემდეგ დღეს ჩაუტარდა. ადვოკატთან ერთად მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს დეტალურად უამბო, როგორ და რა ვითარებაში დააკავეს პოლიციელებმა. მთავარი მტკიცებულების სახით საგამოძიებო სამსახურში წარდგენილია დაკავების ვიდეოკადრები

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.