ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ სლოვაკეთში დააკავა მამაკაცი, რომელიც პრაღაში სროლის განმეორებით იმუქრებოდა

პოლიციამ სლოვაკეთში დააკავა 64 წლის მამაკაცი, რომელიც პრაღაში სროლის განმეორებით იმუქრებოდა. მამაკაცმა მუქარა სასწრაფო დახმარების ხაზზე დარეკვისას განახორციელა. ჟილინას რაიონის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, საქმის გამომძიებელმა ცრუ განგაშის გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.