ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ  რუსთაველის  მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პოლიციამ  რუსთაველის  მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პოლიციამ  რუსთაველის  მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

იურისტ გიორგი ტაბატაძის ცნობით, დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტი გიორგი მუმლაძე და კობა აბშილავა.  გიორგი ტაბატაძის თქმით, ის  თბილისი მარიოტთან დააკავეს.

როგორც იურისტი ამბობს, პოლიციამ აქტივისტების დაკავებისას თქვა, რომ ისინი „უბრალოდ გადაჰყავდათ“, თუმცა ამის მიზეზი არ განუმარტავთ.

ამასთან, დღესაც გრძელდება რუსთაველის მიმდებარედ ადამიანების ჩხრეკა პირბადის გამო.

თავისუფლების მეტროსთან დააკავეს ილია ბურდული, რომელიც აქციიდან მეგობართან ერთად მოდიოდა. როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება,  ისინი პოლიციამ იდენტიფიცირების მიზნით გააჩერა, გაჩხრიკა და ერთ-ერთი მათგანი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა. ნეტგაზეთის რეპორტიორის ცნობით, მათ თან პირბადე არ ჰქონიათ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.