პოლიციამ რუსთაველის აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პოლიციამ რუსთაველის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
იურისტ გიორგი ტაბატაძის ცნობით, დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტი და კობა აბშილავა. გიორგი ტაბატაძის თქმით, ის თბილისი მარიოტთან დააკავეს.
როგორც იურისტი ამბობს, პოლიციამ აქტივისტების დაკავებისას თქვა, რომ ისინი „უბრალოდ გადაჰყავდათ“, თუმცა ამის მიზეზი არ განუმარტავთ.
ამასთან, დღესაც გრძელდება რუსთაველის მიმდებარედ ადამიანების ჩხრეკა პირბადის გამო.
თავისუფლების მეტროსთან დააკავეს ილია ბურდული, რომელიც აქციიდან მეგობართან ერთად მოდიოდა. როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, ისინი პოლიციამ იდენტიფიცირების მიზნით გააჩერა, გაჩხრიკა და ერთ-ერთი მათგანი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა. ნეტგაზეთის რეპორტიორის ცნობით, მათ თან პირბადე არ ჰქონიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, „ოცნების“ იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ ევროპასთან ურთიერთობის პროცესში სომხეთის, ხოლო ამერიკასთან – აზერბაიჯანის იმედად ვართ დარჩენილი

შოთა ბერეკაშვილი – ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია – ქსელებმა „საოჯახო კალათა“ შექმნეს, 15 საბაზისო პროდუქტზე ფასები საუკეთესოა, აღფრთოვანებული დავრჩი, ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა!