არქივი30 ოქტომბერი 2025, 23:22
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქტივისტები დააკავა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქტივისტები დააკავა.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე 1 პირი - თორნიკე ტიკარაძე დააკავა. სავარაუდოდ, პოლიციამ მოქალაქე გზის გადაკეტვის საბაბით დააკავა.
მოგვიანებით, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ კიდევ ერთ პირს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 4 პირი.
დამატებით დეტალებს "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.