ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ პარლამენტთან ერთი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან ერთი მოქალაქე დააკავა

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ია მელითაური.
დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია. პოლიციამ ია მელითაური დაკავებისთვის განკუთვნილ ავტომობილში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებამდე მელითაურს გზა არ გადაუკეტავს.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან”.
მსვლელობის მონაწილეებს საპოლიციო ძალები მიჰყვებოდნენ და გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
მეტროსადგურ „მარჯანიშვილამდე” აქციის მონაწილეები „სადგურ ავლაბრიდან” მეტროს საშუალებით მივიდნენ. მსვლელობისას ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბრძოლა ბოლომდე”.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით თითქმის ერთი წელია იკრიბებიან და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.