ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდნენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია - რადიო თავისუფლება შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.
კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც წესი, აქციის მონაწილეებს პოლიცია წვრილმანი ხულიგნობითა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აკავებენ ხოლმე. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებულთა შორის არიან მისი პარტიის წევრები იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაკავებების დაწყებამდე გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაახლოებით 22:00 საათზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.
პარლამენტთან ხალხმრავალი აქციისა და მოქალაქეთა დაკავების პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის შენობას ავტომობილებით ტოვებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.