არქივი15 აპრილი, 2024, 18:53
პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ. რამდენიმე ტელევიზიამ დაკავების კადრები გაავრცელა. გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "სრულიად უმიზეზოდ დააკავეს ორი ჩვენიანი, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე".
მოქალაქეები პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.