ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ მოქალაქეებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ შესვლის საშუალება მისცა

პოლიციამ მოქალაქეებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ შესვლის უფლება მისცა.
მანამდე კი, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებდნენ. კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველი გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავდნენ, რომ სადგური შეუფერხებლად მუშაობდა.
ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.