ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევს

თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს,
მათ შორის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გასვლას ვერ ახერხებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნით" სარგებლობა სურთ.
ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი, ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.