არქივი21 იანვარი, 2024, 07:56
პოლიციამ იტალიაში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე, დემონსტრანტების დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა
პოლიციამ იტალიაში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე, დემონსტრანტების დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრაცია ქალაქ ვიჩენცაში, ოქროსა და სამკაულების სავაჭრო გამოფენის ტერიტორიასთან გაიმართა.
როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები გამოფენაზე ისრაელის პავილიონის განთავსებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მედიის ცნობით, შეტაკებები გამოფენიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა და ღონისძიებაზე გავლენა არ მოუხდენია.
ვიჩენცას მერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ „ძალადობას არავითარი გამართლება არ აქვს“.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.