ბაშკირეთში, პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბაშკირეთში, პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები გარემოს დამცველი აქტივისტის დაპატიმრებას და მის ციხეში ოთხი წლით გაშვებას აპროტესტებდნენ.
მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა სცადეს მანქანისთვის, რომლითაც მსჯავრდებული გადაჰყავდათ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
რამდენიმე ათასი ადამიანი ქალაქ ბაი-მაკში სასამართლოს შენობასთან განაჩენის გამოცხადების დღეს შეიკრიბა. ისინი აქტივისტ ფაილ ალსინოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ. როგორც მედია წერს, ბაშკირელი აქტივისტი ფაილ ალსინოვი ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით დააპატიმრეს. მის მიმართ საქმე აღძრეს 2023 წლის აპრილში ოქროს მოპოვების წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის გამო. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება