არქივი11 იანვარი, 2025, 23:53
პოლიციამ ბათუმში აქციაზე „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა

პოლიციამ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა. გამოცემის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
„მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.
მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, - წერს „ნეტგაზეთი“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.