ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ბათუმში პოლიციამ აქციაზე ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა

მედია: ბათუმში პოლიციამ აქციაზე ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა

პოლიციამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოცემა ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა.

ბათუმელების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა - "იფიცება საქართველო".

ბათუმელების ინფორმაციითვე, პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.

გამოცემის ცნობით, დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცა პოლიციამ დააკავა აქციის ერთ-ერთი მონაწილე თათია აბულაძე. ბათუმელების ცნობითვე, სამართალდამცავებმა დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – "გაიფიცე".

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია განახლებადია.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.