პოლიციამ აქციების ორი მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავა

ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი.
დაკავებული არიან თორნიკე თოხშუა მინდია შერვაშიძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შს ცნობით, საუბარია პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.”, – ნათვქმია შს-ს განცხადებაში.
პოლიცია აცხადებს, რომ ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
[ნეტგაზეთი მუშაობს დამატებით ინფორმაციის მოძიებაზე].

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას