არქივი18 აგვისტო, 2025, 21:08
მედია: პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი, რომელიც აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ფიგურანტია, იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის გამო, სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს

"პუბლიკის" ინფორმაციით, პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი, რომელიც აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ფიგურანტია, იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის გამო, სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს და დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს.
ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს, რომ მუხათგვერდელი აღნიშნული ფაქტის შემდეგ უწყებაში აღარ მუშაობს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.