პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ახალმა დირექტორმა უმასპინძლა

“ქართული ოცნების” და ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ახალმა დირექტორმა უმასპინძლა. ედრიენ კირალთან მოლაპარაკებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კირალი ამ რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს.
ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ რომ ვიზიტის მიზანი საქართველოს წინსვლის და ევროკავშირის გაფართოების განხილვაა.
“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის სერიოზული ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების და ყოვლისმომცველი რეფორმების მიმართ. ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა. ყველა აქტორი უნდა იყოს ჩართული!””- ვკითხულობთ განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ “ქართული ოცნების” პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება.
“ნაციონალური მოძრაობის” ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ. 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების და თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს და ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას.
სწორედ ამ კონტექსტში უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან იყო ხაზგასმული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. “ნაციონალური მოძრაობა” ამ 9 პუნქტს მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავს, რომ ეს 9 ნაბიჯი არის საშუალება იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე სამ ძირითად პრობლემატურ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
“შეფასებებში პირველად გაჩნდა სამი მკაფიოდ დაკავშირებული საკითხი, ეს არის: თავისუფალ სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკური კორუფციის საკითხთან და ასევე დაკავშირებულია მართლმსაჯულების სისტემასთან”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები