ჩვენ ინტერესია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ რეკომენდაციების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაშია – გივი მიქანაძე

“ქართული ოცნების” და ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ახალმა დირექტორმა უმასპინძლა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია საზაფხულო სესიის განმავლობაში, მაქსიმალურად უზრუნველყოს რეკომენდაციების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაში შედის.
“ჩვენ, როგორც ამ პროცესის ინიციატორმა წარვუდგინეთ დეტალური გეგმა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, როგორიც არის “ლელო”, ხელოვნურად ეთიშება პროცესს და სურს, რომ ეს პროცესი დააზიანოს.

მათი მხრიდან მოწოდებული იქნა წინადადება, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. გასაგებია, რომ რთული წელია იმიტომ, რომ საარჩევნო წელიწადია და გარკვეულწილად, აქცენტირება ხდება წინასაარჩევნო კამპანიაზე, მაგრამ რეალურად, ეს არის ის გეგმა, რომლის შესრულებაც შესაძლებელია. ამ კუთხით, დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და ზუსტად ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით , მათ შორის ორი დღის წინანდელი შეხვედრა, დეკემბრის შეხვედრა და ახლო მომავალში კიდევ გაიმართება სხვა შეხვედრები, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ინტერესი არის, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მაქსიმალურად უზრუნველყოთ რეკომენდაციების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაშია, პარალელურად მთავრობა თავის კომპეტენციაში არსებულ საკითხებზე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები