ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"პოლიტიკა ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს" - თბილისის მერი

"პოლიტიკა ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს" - თბილისის მერი
კახა კალაძემ, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“:

"მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ე.ი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში უნდა გაგვეშვა მოხალისეები. ხომ გახსოვთ რამხელა ზეწოლა იყო ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ უბედურებაში, რაც ხდება ახლა სამწუხაროდ უკრაინაში. ასევე პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა რამდენიმე განცხადება და ჩვენი არასამთავრობოებიც ამაზე აპელირებდნენ, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში.

„ახლა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აქციების, რომელიც დედაქალაქში იმართება, არ მახსოვს გუშინ იყო თუ რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა და თქვა, რომ მშურს უკრაინისო. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამას ალტერნატივა არა აქვს. დღეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა შემოტევებიც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს."

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.