მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი

მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი
„ხელისუფლებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას, მხარს უჭერს იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება.
„მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ადამიანების რაოდენობა, რომელიც გამოსული იყო თუნდაც, ოჯახის სიწმინდის დღეზე რა თქმა უნდა, ერთგვარ მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული და ესეც კიდევ ერთი მესიჯი იყო იმისა, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“-განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები