პოზიტიური დისკუსიები მქონდა ომში მყოფი ერის მამაც ლიდერთან – ტრამპის წარმომადგენელი

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ კიევში ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები ჰქონდა უკრაინის მამაც პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ხანგრძლივი და ინტენსიური დღე უკრაინის მაღალ ხელმძღვანელობასთან ერთად. ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი მებრძოლი ერის ნაომარ და მამაც ლიდერთან და მისი ეროვნული უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან“, – დაწერა X-ზე კელოგთან.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიტ კელოგთან შეხვედრამ იმედი დაუბრუნა.
„ინტენსიური საერთაშორისო მუშაობის დღე. ჩემი შეხვედრა გენერალ კელოგთან იყო ის, რაც აღადგენს იმედს და ჩვენ გვჭირდება ძლიერი შეთანხმებები შეერთებულ შტატებთან – შეთანხმებები, რომლებიც რეალურად იმუშავებს.
ჩემს გუნდს დავავალე, რომ სწრაფად და ძალიან ჭკვიანურად იმუშაოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან