არქივი21 თებერვალი, 2025, 20:24
“ერის მებრძოლი, მამაცი ლიდერი, ჭკვიანი გუნდით” – აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევიდან

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა.
როგორც კელოგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, პოზიტიური დისკუსიები ჰქონდა “ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან”, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„გრძელი და ინტენსიური დღე [მქონდა] უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები [მქონდა] ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან და მის ნიჭიერ ეროვნული უშიშროების გუნდთან,” – წერს კელოგი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.