არქივი3 მაისი, 2025, 13:08
პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ ავტობუსში თავს დაესხნენ და სცემეს

პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ ავტობუსში თავს დაესხნენ და სცემეს. ინციდენტი გუშინ, 2 მაისს მოხდა.
როგორც პოეტი წერს, არ აქვს იმედი, რომ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში გამოძიება დაწყება.
“აქეთ გამამტყუნებენ!”, – წერს რატიანი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა, ზვიად რატიანს თავს ესხმიან. მათ შორის, ყველზე გახმაურებული ინციდენტი მოხდა 2017 წელს, როცა ის პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც პოეტი ამბობს, სამართალდამცველებმა ის ნარინჯისფერი ქურთუკის გამო გააჩერეს, შელაპარაკების შემდეგ კი დააკავეს და სცემეს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.