პიტერ სიიარტო - უნგრეთი შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს
უნგრეთი შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსეთში ვიზიტისას განაცხადა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ 15-16 ივნისს შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის მიწვევა არ მოხდა.
„ჩვენ გვჯერა, რომ რეალური შედეგების მიღწევა მოხდებოდა, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა იქნებოდა. ამჯერად ეს ასე არ არის, მაგრამ რადგან შვეიცარიის სამშვიდობო ძალისხმევას ჩვენ პატივს ვცემთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს მშვიდობას უჭერს და ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მშვიდობა დღის წესრიგში იქნება.
ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.