აშშ: შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი

თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი მონაწილეობას მიიღებენ მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში – კიევის საჯარო თხოვნის ფონზე, რომ აშშ, და კონკრეტულად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დასწრებოდა ამ, 15-16 ივნისის ღონისძიებას.
3 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი “ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს ქარტიის პრინციპებზე”.
განცხადების თანახმად, ჰარისი “კიდევ ერთხელ განუცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხს, როცა ისინი თავს იცავენ რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან”.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა ბაიდენის ჩასვლას სამიტზე, რომელშიც სულ მცირე 107 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
თეთრი სახლის თქმით, ბაიდენი სამიტს გამოტოვებს დაფინანსების მოპოვების მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო – რომელსაც უმასპინძლებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი და რომელსაც ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრება. ბაიდენი ემზადება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სადაც მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, იქნება ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
პარალელურად, უკრაინის ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმებს 3 ივნისს ემსხვერპლა სამი სამოქალაქო პირი, მათ შორის 12 წლის ბიჭი – იუწყებიან რეგიონების ოფიციალური პირები.
პრეზიდენტი ზელენსკი განაგრძობს ტურნეს აზიაში, 3 ივნისს ის მოულოდნელი ვიზიტით ფილიპინებში ჩავიდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია